სტუდენტური ინოვაციები
სტუდენტების ჩართულობა კვლევების კომერციალიზაციაში
ინოვაციური იდეების გამოცდა
შედეგზე ორიენტირებული კვლევები
ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა
უმაღლესი და პროფესიული განათლების მხარდაჭერა
მობილობა
ჯილდოები და წახალისება

Student Inovation Grants

09 December 2015

ინფორმაცია კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებისთვის

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ავტორებმა უნდა მოამზადონ პროექტის სრული ვერსია, აგრეთვე, პრეზენტაცია კომისიის წინაშე წარსადგენად.

პროექტის სრული ვერსიის წარმოსადგენად მეორე ეტაპე გადასული პროექტის ხელმძღვანელებმა თს ფონდის ვებგვერდზე  www.tsfund.ge  საკუთარი პროფილიდან („ჩემი პროექტების“ მენიუდან) უნდა შეავსონ და ატვირთონ პროექტის სრული ვერსია.

პროექტის სრული ვერსიის ატვირთვა შესაძლებელი იქნება ფონდის ვებგვერდზე 2015 წლის 9 დეკემბრიდან 17 დეკემბრის 24:00 მდე. 

იხილეთ...

09 October 2015

სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში თს ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის

კონკურსის მიზანია: აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია;  დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებსმოახდინონ ინოვაციური იდეების რეალიზაცია; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებაზე და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ფონდის ვებგვერდზე  www.tsfund.ge და შეავსოთ პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა. ამის შემდეგ შეძლებთ, დაარეგისტრიროთ საგრანტო პროექტი.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 25 ნოემბრის 24:00 საათამდე.

„საქართველოს კანონის გრანტების შესახებ“ თანახმად, „გრანტის მიმღების" სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის უცხოეთის უნივერსიტეტებისა ან /და კოლეჯების სტუდენტს. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში უცხოეთის მოქალაქეების მონაწილეობა დასაშვებია კონსულტანტის ან/და დამხმარე პერსონალის სტატუსით. 

News

12 Fabruary 2016

2016 წლის იანვარში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდმა ხვალინდელი წარმატებისთვის დააარსა კოლეჯი „ხვალინდელი წარმატებისთვის“ (CTS), რომლის მიზანია განვითარებულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ამ გზით მოთხოვნადი პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა.

 

26 january 2016

თს ფონდის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ განიხილა სტუდენტური ინოვაციების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სრული ვერსიები, მოისმინა პროექტების ხელმძღვანელების პრეზენტაციები, დაწვრილებით იმსჯელა თითოეულ საკონკურსო პროექტზე და მიიღო გადაწყვეტილება დასაფინანსებლად რეკომენდაცია მიეცეს კონკურსში მონაწილე საუკეთესო 9 პროექტს.

იხილეთ გამარჯვებული პროექტების სია:

 

All News